Foto

ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

ესკორტმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დაახლოებით ცოტახნის წინ დატოვა და უკვე სასამართლოს ეზოში შევიდა.

სასამართლო სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობისთვის, პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა.