Foto

„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები, დღეს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან და მორიგ აქციას გამართავენ.

საპროტეტსო აქცია ექს-პრეზიდენტის სასამართლო სხდომის პარალელურად, 11:00 საათზე დაიწყება.

ე.წ პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. 

ცნობისთვის, პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა.