Foto

გიული ალასანია - კაჩინსკისთვის მიტანილ ყვავილებზე, ვაცლავ ჰაველისთვის მირთმეულ ყვავილებზე, ასეთ რაღაცეებზეა საქმე აღძრული

ძალიან სასაცილო საქმეა ჩემი აზრით,- ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ე.წ პიჯაკების საქმეს, რომელის სასამართლო პროცესიც დღეს იმართება. 

გიული ალასანიას თქმით,  ყველა თანამდებობის პირს ეკუთვნის რომ ჰქონდეს რაღაც ხარჯი. 

„ძალიან სასაცილო საქმეა ჩემი აზრით, რადგან ყველა პრეზიდენტს, ყველა თანამდებობის პირს ეკუთვნის რომ ჰქონდეს რაღაც ხარჯი, რომელსაც ახარჯავს ამ საქმიანობას. ფაქტობრივად, რაზეა საუბარი, კაჩინსკისთვის მიტანი ყვავილებზე, ვაცლავ ჰაველისთვის მირთმეულ ყვავილებზე, ასეთ რაღაცეებზე არის საქმე აღძრული“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, დღეს, მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ე.წ პიჯაკების საქმეზე იმართება. პროცესს ესწრება თავად ექსპრეზიდნეტი, რომელიც სიტყვით გამოსვლას გეგმავს. მოსამართლე პირველ არხს სასამართლო პროცესოს პირდაპირი ტრანსლირების უფლება არ მისცა.