თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად ექსპრეზიდენტი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან თბილისში ესკორტის თანხლებით გადმოიყვანეს.
ე.წ პიჯაკების საქმეს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს.
პროცესის პარალელურად, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები და პოლიტიკური ლიდერები არიან შეკრებილები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და გადაკეტილია აღმაშენებლის ხეივანი.
ცნობისთვის, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.
პროკურატურის განცხადებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press