Foto

მიხეილ სააკაშვილი - მე, როგორც უკრაინის მოქალაქე და საქართველოს წევრი, 4 საათი სადღაც სარდაფში არ უნდა დამაყუდონ

დარბაზში მომიყვანეს სამი საათით ადრე და პროცესი დაიწყო 40 წუთის დაგვიანებით, - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამრთლოს მოუწოდებს, რომ სხდომაზე თავის დროზე მიიყვანონ და ყველა გამოცხადდეს ადგილზე.

ესქპრეზიდენტის განცხადებით, ფუჭად ხარჯვის დრო არ აქვს, რადგან უმაღლესი თანამდებობის პირია უკრაინაში და აქტიური პოლიტიკოსი საქართველოში.

"თქვენ ხედავთ რომ ივანიშვილს ეშინია იმის, რომ მე ველაპარაკო ჩვენს საზოგადოება  და აინსტრუქტირებს თავის არსებებს, რომ არ მალაპარკონ. მე მინდა ვთქვა, რომ ამ სასამრთლო დარბაზში მომიყვანეს სამი საათით ადრე და პროცესი დაიწყო 40 წუთის დაგვიანებით და თქვენ გეტყობათ ბევრი დრო გაქვთ, მაგრამ მე არ მაქვს დიდი დრო, მე ვარ უმაღლესი თანამდებობის პირი უკრაინაში და აქტიური პოლიტიკოსი საქართველოში და არ მაქვს დრო ფუჭად ხარჯვის. მომიყვანეთ ხოლმე დროზე და ყველა გამოცხადდეს დროზე. იმიტომ, რომ ეს არის პირველ რიგში საზოგადოების პატივისცემა. მე როგორც უკრაინის მოქალაქე და საქართველოს საზოგადოების წევრი, 4 საათი სადღაც სარდაფში არ უნდა დამაყუდონ, იმიტომ რომ თქვენთან ასეა კომფორტული. თქვენ ყველაფერს აკეთებთ როგორც ხელისუფლებისთვისაა კომფორტული და არა ხალხისთვის."- განაცხადა სააკაშვილმა. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად ექსპრეზიდენტი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან თბილისში ესკორტის თანხლებით გადმოიყვანეს. ე.წ პიჯაკების საქმეს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს