Foto

მიხეილ სააკაშვილი - სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი სანდრასია

სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი სანდრასია,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ე.წ პიჯაკების საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტი მის ყოფილ მეუღლესთან, სანდრა რულოვსთან ერთად იმყოფებოდა გენერალური ანსაბლეის სესიაზე, რა დროსაც სანდრას აღმოაჩნდა სასწრაფო ონკოლოგიური პრობლემა და ნიუ-იორკ ჰოსპიტალში გაუკეთდა ოპერაცია, რაც საკმაოდ ძვირი დაჯდა.

„მე აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ სანდარას უამრავი ხარჯი აქვს, ბავშვების საჩუქრები, საწოლის ყიდვა და უამრავი სხვა, სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი სანდრასია. სიამოივნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე, რადგან ამ ხარჯების მეოთხედი, მეხუთედი სანდრასია. ოღონდ, სანამ სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ ამ ქვეყანაში 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში.

სანდრას მეშვეობით, 4-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე. სანდრას მეშვეობით, ყველა ციხის ექიმი გეტყვით, რამდენი რაღაც გაკეთდა ჯანდაცვისთვის ციხეში. სანდრა არაა კორუფციონერი?

ერთად ვიყავით გენერალური ანსაბლეის სესიაზე ნიუ-იორკში და სანდრას აღმოაჩნდა სასწრაფო ონკოლოგიური პრობლემა და სასწრაფოდ ნიუ-იორკ ჰოსპიტალში გავუკეთეთ ოპერაცია და დაჯდა საკმაოდ ძვირი. რატომ არაა ეს თანხა შეტანილი?

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას. დღეს, 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ე.წ პიჯაკების საქმეს, რაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების გაფლანგვის ბრალდებებს ეხება“- განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად ექსპრეზიდენტი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან თბილისში ესკორტის თანხლებით გადმოიყვანეს. ე.წ პიჯაკების საქმეს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს.