ზოგიერთს, ალბათ, არ ესმის, რომ დემოკრატია მოსაზრებათა მრავალფეროვნებას მოითხოვს,- აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ ერთ-ერთი პოზიტიური შედეგი 2020 წლის არჩევნებზე, იყო ის, რომ 9 პოლიტიკური პარტია შევიდა პარლამენტში და 5%-იანი ბარიერის დატოვება ნამდვილად არ არის გზა უფრო მეტი ინკლუზიისკენ და მეტი მრავალფეროვნებისკენ პარლამენტში.
"ზოგიერთს, ალბათ, არ ესმის, რომ დემოკრატია მოსაზრებათა მრავალფეროვნებას მოითხოვს. მხოლოდ ერთპარტიული მმართველობა რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიის პრონციპს.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბარიერის დაწევა იყო პოზიტიური რამ და ყველა პოლიტიკური ლიდერი შეთანხმდა ამაზე მოლაპარაკებების დროს, 19 აპრილის შეთანხმებაში, რომ დაბალი ბარიერი იქნებოდა პოზიტიური რამ საარჩევნო რეფორმისთვის. ეს იყო ერთ-ერთი პოზიტიური შედეგი 2020 წლის არჩევნებზე, რამაც მოიტანა ის, რომ 9 პოლიტიკური პარტია შევიდა პარლამენტში. 5%-იანი ბარიერის დატოვება ნამდვილად არ არის გზა უფრო მეტი ინკლუზიისკენ და მეტი მრავალფეროვნებისკენ პარლამენტში.
ეს არ შეესაბამება იმ რეკომენდაციებს რაც გასცეს საერთაშორისო ექსპერტებმა და რაზეც შეთანხმდა პოლიტიკური სპექტრი. სამწუხარო იქნება, რომ რაზეც შეთანხმდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მათ შორის, მმართველი პარტიაც, არ განხორციელდება", - განაცხადა ელჩმა.
ცნობისთვის, კობახიძემ გუშინ, 30 ნოემბერს თქვა, რომ ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმირებას გულისხმობს, არ განიხილება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press