საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა საპატიმრო დატოვოს, ქართველი ხალხის აქტიურობაა.
ამის შესახებ ექსპრეზიდენტის დედამ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა.
გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად და ძალიან გადაღლილია.
"არის ძალიან გადაღლილი ადამიანი, არის სუსტად საკმაოდ და როგორ უნდა იყოს ეხლა, წარმოიდგინეთ. ამდენი დღე გავიდა და რა? რა შეიცვალა?! ადამიანი თვითონ იცავს თავის თავს თავიდან ბოლომდე, გამოდის, ლაპარაკობს, შედეგი რა მოჰყვება ამ ლაპარაკს? მხოლოდ აქტიურობის გზით შესაძლებელია რაღაც შედეგის მიღება. ადამიანებმა უნდა მოითხოვონ, უნდა მოითხოვონ ლიდერის გათავისუფლება. რა უნდა ახლა იმას, რატომ ზის აქ?!",- განაცხადა გიული ალასანიამ.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press