კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გამო, პანიკა საჭირო არაა, მაგრამ მსოფლიო უნდა მოემზადოს - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანმა მეცნიერმა, სუმია სვამინატამ განაცხადა.
BBC-ის ცნობით, ომიკრონის შტამი 40-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა. ჯერ კიდევ უცნობია, ახალი შტამი უფრო გადამდებია თუ არა და შეუძლია თუ არა ვაქცინას თავი აარიდოს.
"რამდენად შეშფოთებული უნდა ვიყოთ? ჩვენ უნდა მოვემზადოთ და ვიყოთ ფრთხილები, არ ავყვეთ პანიკას, რადგან ჩვენ განსხვავებულ სიტუაციაში ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით", - თქვა სვამინატამ.
პროფესორმა სვამინატამ კონფერენციაზე თქვა, რომ "ომიკრონის" ვარიანტი არის "ძლიერად გადამდები". მანვე სამხრეთ აფრიკიდან მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ეს შტამი შესაძლოა გახდეს დომინანტური მსოფლიოში. მისივე განმარტებით, მსოფლიოში შემთხვევების 99% ახლა დელტა შტამზე მოდის.
ცნობისთვის, "ომიკრონის" შტამი პირველად შტამი სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press