რუსეთში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ ორი შემთხვევა დაფიქსრიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Rospotrebnadzor-ი ავრცელებს.
ფედერალური სამსახურის ცნობით, ვირუსი სამხრეთ აფრიკიდან ჩამოსულ ორ რუსეთის მოქალაქეს დაუდასტურდა. ეს არის რუსეთში ახალი შტამის დაფიქსირების პირველი ოფიციალური შემთხვევა.
ცნობისთვის, კორონავისურის ახალი შტამი პირველად სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. ვირუსის ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება და მძიმედ მუტაციურია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამი შეშფოთების საგნად გამოაცხადა და "ომიკრონი" სახელდების პროტოკოლის მიხედვით უწოდა.
შემდეგ კი, დადასტურდა დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, გერმანიაში, იტალიაში, ჰონგ-კონგში. ისრაელმა ორი კვრით ქვეყანაში უცხოელების შესვლა აკრძალა.
„ომიკრონის“ შტამის გავრცელების გამო, საქართველო 8 ქვეყნიდან საზღვრის კვეთაზე რეგულაციები დააწესა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press