Foto

ასტრაზენიკას შემქმნელი - პანდემია შემდეგში შეიძლება უარესი იყოს, ვირუსი კი, უფრო მეტად გადამდები და მომაკვდინებელი

 „ოქსფორდ-ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთ-ერთმა შემქმნელმა, სარა გილბერტმა „ბიბისი“-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ომიკრონის შტამთან ვაქცინები უფრო და უფრო ნაკლებად ეფექტურია, ამიტომ საზოგადოებას უფრო მეტი სიფრთხილისკენაც მოუწოდა.

მისივე თქმით, საჭიროა პანდემიის გამო, სამომავლო ფინანსური მზადყოფნა, რათა უარეს შემთხვევაში, თავიდან ავიცილოთ დანაკარგების ზრდა.

„ეს არ იქნება უკანასკნელი დრო, როდესაც ვირუსი ჩვენ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დაემუქრება. სიმართლე ისაა, რომ პანდემია შემდეგში შეიძლება უარესი იყოს, ვირუსი კი, უფრო მეტად გადამდები და მომაკვდინებელი. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გამოვიარეთ, არ შეიძლება მდგომარეობას უფლება მივცეთ, განუსაზღვრელი ეკონომიკური ზარალი კვლავ მოიტანოს და ხელთ არ გვქონდეს ის ბერკეტები - ფინანსები, რომლითაც დანაკარგების თავიდან აცილება შეგვეძლება. ის პროგრესი და ცოდნა, რაც მივიღეთ არ უნდა დაიკარგოს“ - განაცხადა პრფესორმა დეიმ სარა გილბერტმა.

მან ვირუსის ახალ მუტირებულ ვერსიაზე - ომიკრონზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ვაქცინები ვირუსის ამ შტამზე უფრო და უფრო ნაკლებად ეფექტურია, ამიტომ საზოგადოებას უფრო მეტი სიფრთხილისკენაც მოუწოდა.