ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთში ადამიანის უფლებთა დარღვევის გამო, პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს.
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ სინძიანში განხორციელებული გენოციდისა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევის გამო, ბაიდენის ადმინისტრაცია არ გაგზავნის დიპლომატიურ თუ ოფიციალურ დელეგაციებს ჩინეთის ზამთრის ოლიმპიადასა და 2022 წლის პარალიმპიადაზე“, - განაცხადა თეთრის სახლის პრესმდივანმა.
მისი განმარტებით, დიპლომატიური ბოიკოტი, რომელსაც აშშ–ის კონგრესის ზოგიერთი წევრი და უფლებების დამცველი ჯგუფები თვეების განმავლობაში უჭერდნენ მხარს, არ იმოქმედებს ოლიმპიადაზე ამერიკელი სპორტსმენების დასწრებაზე.
2022 წლის ზამთრის ოლიმპიადა პეკინში მომავალი წლის 4-22 თებერვალში ჩატარდება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press