აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა, – ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც განცხადებაში ვკითხლუობთ, ბლინკენმა ზელენსკის დაუდასტურა ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„სახელმფიო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა ვაშინგტონიდან. მდივანმა ბლინკენმა გაიმეორა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე, პრეზიდენტ ბაიდენისა და პუტინის სატელეფონო საუბრის წინ. მხარეები შეთანხმდნენ დონბასში კონფლიქტის მშვიდობიანი, დიპლომატიური გადაწყვეტის აუცილებლობაზე და უკრაინის სუვერენიტეტის სრულად აღდეგნაზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე, მათ შორის, ყირიმზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის ვიდეოშეხვედრა გაიმართება, რომლის მთავარი განსახილველი თემა უკრაინაში არსებული სიტუაცია და ქვეყნის ირგვლივ მიმდინარე დაძაბული პროცესი იქნება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press