უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე აცხადებს, რომ საკოორდინაციოს სხდომაზე საბჭოს წევრებს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაუპირისპირდნენ თუ არა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ერთმანეთს, ღიბრაძე პასუხობს, რომ არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.
„არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, იყო ჩვეულებრივი მსჯელობა და განხილვა საკითხების, როგორც ხდება ხოლმე“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
არსებული ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომა დღეს ხმაურით მიმდინარეობდა, რის შედეგადაც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სხდომა დატოვეს და მედიასთან კომენტარის გასაკეთებლად საბრიფინგო ოთახში არ ჩავიდნენ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press