შეურაცხყოფის მიყენებას იცოდე, არავინ არ გაგიტარებს, მიიღებ შესაბამის პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, "ლელოს" წევრ საბა ბუაძეს რომელმაც კახა კალაძეს კორუმპირებული მერი უწოდა.
"მე მაქვს ჩემი მოსაზრება თქვენ მმართველობასა და კეთილსინდისიერებასთან. მიმაჩნია, რომ თქვენ დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მერი ხართ. არა მხოლოდ პერსონალური გამდიდრების და კორუფციის თვალსაზრისით, პარტიის სასარგებლოდ", - განაცხადა საბა ბუაძემ.
ცნობისთვის, ამ წუთებში დედაქალაქის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ. ხმაურია საკრებულოს გარე ტერიტორიაზეც სადაც აქციას "ნაცმოძრაობის" წერვები და აქტივისტები მართავენ. აგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press