Foto

ჯანმო – ევროპაში არა „ომიკრონი“, არამედ კოვიდ19–ის „დელტა“ შტამია მთავარი პრობლემა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის, კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელების შესახებ ზუსტი ინფორმაცია უცნობია. აღნიშნულის შესახებ CNN იუწყება.

„ჯერ კიდევ არ ვიცით, Covid – 19-ის ახალი ვარიანტი რამდენად სახიფათო და გადამდებია“, - განაცხადა „ჯანმოს“ ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ.

მიუხედავად ამისა, სააგენტოს ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკაში ახალი შტამის გავრცელებას მეტწილად, მაინც მსუბუქი შედეგები მოჰყვა, რაც თავის მხრივ სასიკეთო მაჩვენებელია.

ევროპიში და ცენტრალურ აზიაში გამართული ბრიფინგების დროს, კლუგემ განაცხადა ისიც, რომ ამჟამინდელი პრობლემა ამავე რეგიონებში, ჯერჯერობით, ვირუსის მხოლოდ „დელტა“ შტამია.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად, მსოფლიო უკვე პანდემიის სტაბილიზაციის პროცესშია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დავამარცხებთ არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ შტამს, არამედ, ვირუსის ყველა ვარიანტის ერთდროულად.