კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის განცხადებით, თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი კვლავ გაიხსნება.
მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელმძღვანელო დოკუმენტში ტექნიკური საკითხების დაზუსტება, რათა ელექტრონული მუსიკის სივრცეებმა უსაფრთხო ღონისძიებისთვის საჭირო მწვანე სტატუსი მოიპოვონ.
„ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდის და Act4culture / The Cultural and Creative Industries Union of Georgia -ის მიერ ინიცირებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა მხარდაჭერილია.
სამოქმედო გეგმას საფუძვლად უდევს ღია და დახურულ სივრცეებში ჩვენს მიერ ჩატარებული ორი საპილოტე ღონისძიების კვლევის შედეგი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელმძღვანელო დოკუმენტში ტექნიკური საკითხების დაზუსტება, იმისთვის რომ ელექტრონული მუსიკის სივრცეებმა მოიპოვონ უსაფრთხო ღონისძიებისთვის საჭირო მწვანე სტატუსი.
17 დეკემბერს, თითქმის ორ წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი გაიხსნება და იმედი მაქვს, აღარასოდეს დაიხურება.
მადლობა ყველას, ვინც ერთგულად და მტკიცედ დაიცვა საკლუბო კულტურის მთავარი მონაპოვარი - უსაფრთხო სივრცის იდეა, სადაც ზრუნვა და ცოდნის გაზიარება ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს.
მალე, შევხვდებით საცეკვაო მოედნებზე“, - წერს ნაჯა ორაშვილი თავის „ფეისბუქის“ გვერდზე.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბელგიასა და მ...
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რუსთაველის ერო...
დღეს, 10 ნოემბერს გელათის რეაბილიტაციის კო...
1-ელ ოქტომბერს, Starring Georgia-ს ფარგლებში, ს...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილ...
Mana press