დღეს, თბილისის დროით 20:02 წუთზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიწისძვრა 3.1(ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო.