Foto

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის ორსაათიანი შეხვედრა, დასრულდა

აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს შორის ორსაათიანი ვიდეოსაუბარი, უკვე დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN იუწყება.

გამოცემის თქმით, მსოფლიოს ორ ლიდერს შორის საუბრის ძირითადი თემა რუსეთ-უკრაინას შორის არსებული მზარდი დაძაბულობა და ნატო-ს საკითხები უნდა ყოფილიყო.

გამოცემამ აღნიშნა ისიც, რომ პუტინთან საუბრის შემდეგ, ბაიდენი ონლაინშეხვედრებს საფრანგეთის პრეზიდენტთან, გერმანიის კანცლერთან, საბოლოოდ კი, იტალიისა და ინგლისის პრემიერ მინისტრებთან აწარმოებს.