იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხეიძის განცხადებით, კორონავირუსის სამხრეთ–აფრიკული შტამის, „ომიკრონის“ თვისება არის მარტივი გადამდებლობა.
როგორც ივანე ჩხეიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა, მოსალოდნელია, რომ ზამთრის ორი თვე გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე პანდემიის ორი წელი.
„ომიკრონი” არის სწრაფად გადამდები, ესეც საკმარისია იმისთვის, რომ განვიხილოთ ეს შტამი, როგორც სერიოზული საფრთხე, თუმცა ჯერ – ჯერობით რამდენად დამაზიანებელია ადამიანისთვის არ ვიცით. ზამთარი და განსაკუთრებით დეკემბერ – იანვარი საფრთხეს წარმოადგენს, სავარაუდოდ გრიპის შემთხვევებიც მოიმატებს, ასევე ახალი მუტაციის, ამიტომ ეს პერიოდი იქნება ორწლიანი პანდემიისთვის ყველაზე დიდი საფრთხე. დელტასთან ასთან მიმართებაში ჩვენი ბერკეტი არის აცრა და ნიღაბი, თუმცა ესეც არის სრულიად უგულვებელყოფილი. გრიპთან მზადება შეიძლება იყოს ერთადერთი რისკჯგუფები უნდა აიცრან“, – განაცხადა ივანე ჩხეიძემ.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press