გერმანიის პარლამენტმა კანცლერად "სოციალ-დემოკრატების" ლიდერი ოლაფ შოლცი აირჩია.
შოლცმა კანცლერის თანამდებობა მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 16 წლიანი მმართველობის შემდეგ პოსტი დატოვა.
ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა 707-მა დეპუტატმა მიიღო და ოლაფ შოლცს მხარი 395-მა დაუჭირა.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, შოლცის ეგრეთ წოდებული „შუქნიშნების კოალიციის“ ყველა წევრმა მხარი არ დაუჭირა, რადგან ასე რომ ყოფილიყო, ახალი კანცლერი 416 ხმას მიიღებდა.
ხმის მიცემის შემდეგ, შოლცი საპრეზიდენტო სასახლეში გაემართა, სადაც გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მას დანიშვნის ოფიციალური დოკუმენტი გადასცა.
ცნობისთვის, "სოციალ-დემოკრატებმა" სექტემბრის არჩევნებში ყველაზე დიდ პოლიტიკური მხარდაჭერა მოიპოვა. მას შემდეგ, პარტიამ კოალიციური შეთანხმება "მწვანეებთან" და "თავისუფალ დემოკრატებთან გააფორმა".
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press