5-6 ივლისი იყო მედიაზე ძალადობის კულმინაციის დღე, ეს იყო დღე როდესაც ქვეყანამ დაიწყო უკან ნაბიჯების გადადგმა ადამიანთა უფლებების კუთხით. - ასე აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 5-6 ივლისის შემდეგ ხელისუფლების და საგამოძიებო უწყებების ქმედებებს.
ამასთან იურისტთა ასოციაციამ მოამზადა კვლევა, რომელიც საგამოძიებო ორგანიზაციებისთვის იქნება ე.წ კონსპექტი, 5-6 ივლისის მოვლენების, თუ როგორ იგეგმებოდა ძალადობრივი ფაქტები.
"შევეხებით 5-6 ივლისის მოვლენებს. დღეს რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უახლესი ისტორიისთვის იყო უმძიმესი დღე და ხელისუფლებისთვის იყო უდიდესი სირცხვილი. ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო და ვერ გაატარა სათანადო ზომები იმისთვის რომ დაეცვა, როგორც ჟურნალისტების და მედიის წარმომადგენლების ისე აქტივისტების უფლებები. ჩვენ ვიხილეთ მასობრივი ძალადობის შემთხვევები, ვიხილეთ დაგეგმილი ორგანიზებული ძალადობა, რომლის აღმოსაფხვრელად, რომლის პრევენციისთვის ხელისუფლებამ არაფერი გაუკეთებია.
ვიხილეთ ის, რომ, უმაღლესი თანამდებობის პირებმა, კერძოდ პრემიერ-მინისტრმა წაახალისა ეს ძალადობა და ვიხილეთ ისიც, რომ შემდგომში გამართლდა ეს ყველაფერი. 5-6 ივლისი იყო მედიაზე ძალადობის კულმინაციის დღე, ეს იყო დღე როდესაც ქვეყანამ დაიწყო უკან ნაბიჯების გადადგმა ადამიანთა უფლებების კუთხით. ამის შემდეგ რაც 5 ივლისს მოხდა ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა პარლამენტის წინ ფაქტობრივად ხელისუფლების მსგავსი ნაბიჯები ვიხილეთ მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ ყურად არ იღო ჩვენი პარტნიორების მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ დაცული ყოფილიყო 5 და 6 ივლისს აქტივისტების და მედიის უფლებები, უნდა გამოძიებულიყო ეს დანაშაულები, თუმცა დღემდე ბოლომდე არ არის გამოძიებული, განსაკუთრებით კი ორგანიზატორების ნაწილში.
ვნახეთ, როგორ თქვა უარი ხელისუფლებამ, იმ აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმაზე რაც ქვეყანას სჭირდება და ის სიმბოლური აქტი ევროკავშირის დროშის ჩამოხსნით, პრაქტიკაშიც კი გაატარა. სამწუხაროდ ევროპულ დემოკრატიულ რეფორმებზე უარი თქვა სახელმწიფომ, ვნახეთ ისიც, რომ გამოძიება დღემდე არ არის ეფექტური, რამდენიმე დღის წინ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც 5 ივლისთან დაკავშირებით ხელისუფლებას პირდაპირ მოუწოდა ჩაეტარებინა ეფექტური გამოძიება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ მინისტრთა კომიტეტი არის ორგანო, რომელიც აღსრულებას უწევს ადამიანების უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. აქ არათუ ადამიანის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არის შესრულებული არამედ საჩივარიც არ გვაქვს შეტანილი, თუმცა იმდენად აშკარა არის ხელისუფლების უმოქმედობა, რომ მინისტრთა კომიტეტმა მიიღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ასეთი მკაცრი მოთხოვნა გამოგზავნა ხელისუფლებასთან, რათა ეფექტიანად ეწარმოებინა გამოძიება. საგამოძიებო ორგანოები არა ეფექტურები არიან ორგანიზატორებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა რომ არაერთი მტკიცებულება არის მათ შორის, საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულება. მე შემიძლია ვუთხრა მათ, რომ თუ ოდესმე იქნებიან თავიანთი პოლიტიკური ნებისგან და ისინი გადაწყვეტენ, რომ რეალურად გამოიძიონ ეს საკითხი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოამზადა ძალიან კარგი კვლევა, რომელიც შეუძლიათ კონსპექტად გაიხადონ, იმისთვის რომ შესაბამისი პირებისთვის ბრალის წაყენება მოხდეს, რა თქმა უნდა საგამოძიებო ორგანიზაციებისთვის ეს იქნება კარგი რათა კარგად გაანალიზდეს რა უძღოდა წინ 5 ივლისის მოვლენებს, როგორ იგეგმებოდა ეს ძალადობრივი ფაქტები და რა განწყობები და განცხადებები იყო ძალადობრივ ჯგუფებში და ეს ყველაფერი კარგად არის შეგროვებული." - ამბობს იურისტი.
ამასთან ასოციაციის წევრი, ლექსო ლაშქარავას საქმეს ხელისუფლების დისკრედიტაციად აფასებს.
"ფაქტობრივად თბილისში ამ დღეს იყო სრული ანარქია და ქაოსი, ჩვენ ვერ ვნახეთ აუცილებელი ღონისძიებები. ჩვენ რეკომენდაციები მიემართება, როგორც მთავრობას ასევე შს სამინისტროს, პროკურატურას. რა თქმა უნდა აქვე მინდა ვახსენო ,ლექსო ლაშქარავას საქმეს ჩვენ ვიცით რომ მან მიიღო მძიმე დაზიანებები, ყველა მოძალადე, რომელიც ლექსო ლაშქარავას საქმეში ფიგურირებს ყველა მოძალადე არ არის მოძიებული და დაკავებული. შსს და სამინისტრო და ხელისუფლება შეეცადა მის დისკრედიტაციას, გაავრცელა ის მტკიცებულებები, რომლის გავრცელების უფლება არ ჰქონდა. მტკიცებულება რომლითაც მისი გარდაცვალების მიზეზი უნდა დასტურდებოდეს დღემდე ასეთი ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს." - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press