გადმომეცა განკარგულება დირექტორისა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილზე დადგინდა, რომ მან დაარღვია პატიმრობის კოდექსის, რამდენიმე დებულება და დაეკისრა გადასახდელი სატელეფონო საუბრის 2 თვით შეზღუდვის სახით. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს.
მისი თქმით, განკარგულება დაუსაბუთებელი და უკანონოა.
"მე ვიმყოფებოდი გლდანის #18 დაწესებულებაში, სადაც გადმომეცა განკარგულება დირექტორისა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილზე დადგინდა, რომ მან დაარღვია პატიმრობის კოდექსის, რამდენიმე დებულება მის მიერ მიყენებული ზიანი შეადგენს 70 ლარს და მას დაეკისრა გადასახდელი სატელეფონო საუბრის 2 თვით შეზღუდვის სახით. განკარგულება, რომლითაც გადასახდელი დაეკისრა პრეზიდენტს არის სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონო, იმდენად რამდენადაც არ აქვთ მათ არანაირი არგუმენტაცია და არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეული. კერძოდ, მასში არ არის გამოკვლეული მიზეზი თუ რატომ კრა ხელი ამ აპარატს. მიზეზი კი გახლდათ ის რომ ის გაიტაცეს არააადამიანურად, შეათრიეს კამერაში და ბუნებრივია მას ჰქონდა სრულიად ადეკვატური რეაქცია." - განაცხადა უფლებადამცველმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press