უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებმა, რუსეთის მხრიდან დეესკალაციის ამოქმედება შესაძლებელი გახადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, კულება დარწმუნებულია, რომ „პუტინმა ძალიან მკაფიო და მტკიცე სიგნალები მიიღო, უკრაინის საზღვრებთან და რეგიონში მდგომარეობის ესკალაციასთან დაკავშირებით“.
„აღნიშნული კონტაქტი, თავისთავად მოქმედებს, როგორც შეკავება და დეესკალაცია. ჩვენ ვაფასებთ, მნიშვნელოვან დიპლომატიურ ჩართულობას აშშ-ის მხრიდან, რომლის მიზანსაც რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება წარმოადგენს“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.
მისივე თქმით, ხუთშაბათს ჩანიშნული მოლაპარაკებები, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შესაძლებლობას მისცემს, როგორც რუსეთის შეკავების შემდგომი ნაბიჯები, ასევე, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით უკრაინას, რუსეთს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის ოთხმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების გზები განიხილონ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press