Foto

Pzifer/BioNTech-ში აცხადებენ, რომ ვაქცინის სამდოზიან კურსს ომიკრონის განეიტრალების შესაძლებლობა აქვს

BioNTech-სა და Pfizer-ში ანცხადებენ, რომ ამავე ფირმის ვაქცინის სამდოზიანი კურსს, კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ განეიტრალების შესაძლებლობა აქვს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters იუწყება.

მათივე თქმით, ვაქცინის გაუმჯობესებულ ვერსიას, საჭიროების შემთხვევაში, 2022 წლის მარტისთვის უნდა ველოდოთ.

გავრცელებული ინფორმაციით, Pfizer-ის ორდოზიანი ვაქცინა, აღნიშნულ შტამთან მიმართებით, შესამჩნევად ნაკლები რეზისტენტობით გამოირჩევა. თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანიებს მაინც მიაჩნიათ, რომ ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები, „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში, ჯანმრთელობის გართულებებისგან იქნებიან დაცულები.