BioNTech-სა და Pfizer-ში ანცხადებენ, რომ ამავე ფირმის ვაქცინის სამდოზიანი კურსს, კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ განეიტრალების შესაძლებლობა აქვს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters იუწყება.
მათივე თქმით, ვაქცინის გაუმჯობესებულ ვერსიას, საჭიროების შემთხვევაში, 2022 წლის მარტისთვის უნდა ველოდოთ.
გავრცელებული ინფორმაციით, Pfizer-ის ორდოზიანი ვაქცინა, აღნიშნულ შტამთან მიმართებით, შესამჩნევად ნაკლები რეზისტენტობით გამოირჩევა. თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანიებს მაინც მიაჩნიათ, რომ ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები, „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში, ჯანმრთელობის გართულებებისგან იქნებიან დაცულები.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press