Foto

ე.წ 3+3 ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება

ე.წ 3+3 ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება, მისი გამართვა ხვაილსთვისაა დაგეგმილი, - ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

„სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად ჩვენი პრეზიდენტისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ შეთავაზებული რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის პირველი შეხვედრა „3+3“-ის ფორმატში მოსკოვში 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციები საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების ხელმძღვანელობით", - ვკითხულობთ თურქეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ „3+3“-ის ფორმატის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. მასში მონაწილეობის შეთავაზება მიიღეს, რუსეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ირანმა.