ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსანი ერიკა ოლსონი აცხადებსს, რომ ვაშინგტონს აწუხებს ის, რომ საქართველოს მთავრობის მოქამედებებმა ძირი გამოუთხარა ქვეყანაშსი მიმდინარე ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს.
აღნიშნული განცხადება სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკა ოლსონმა გააკეთა და აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს იხილოს პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.
„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას და როგორც ახლო პარტნიორებს, გვსურს საქართველოს დავეხმაროთ იმ სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელებაში, რომლებზეც თავად გადაწყვიტეს, რომ ისინი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. ჩვენ გვაწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ ამ პროცესს. მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა. ჩვენ ძალიან გვსურს ვიხილოთ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები", - განაცხადა ოლსონმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press