Foto

საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი 29 დეკემბერს ჩაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი დასრულდა.

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე შემდეგი სხდომა 29 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. 

დღევანდელ სხდომას მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა. დღეს სასამართლომ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა. დაცვის მხარის ადვოკატების მოთხოვნით, საქმეს დერთვება "ოცნების" ლიდერების განცხადებები, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბოლო დასკვნა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმზე ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული.