საქართველოს სახალხო დამცველის - ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან სამედიცინო კონსილიუმის მონახულება იგეგმება. ვიზიტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში უნდა შედგეს.
მისივე თქმით, საქართველოს მემსამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესაბამისად, კონსილიუმს სხვა დარგის მიმართულების ექიმებიც შეუერთდებიან.
„უახლოეს დღეებში იგეგმება სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის ვიზიტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ასევე, ჩვენ დავამატებთ სხვა დარგის სპეციალისტებსაც, შესაბამისი მიმართულებებით, რადგან ახალი მიმართულებებით გამოიკვეთა პრობლემები, მათ შორის, სავარაუდოდ, ფსიქიკური ჯანდაცვის მიმართულებით. ამიტომ ამ საკითხებს ჯერ შევისწავლით, ვნახავთ სამედიცინო ჩანაწერებს, იგივე დოზირების საკითხებს, რამდენად მართებულად წარიმართა მისი მკურნალობა ამ მიმართულებით და გვექნება ჩვენი შესაბამისი დასკვნა, რომელიც მხარეს შეუძლია გამოიყენოს სამართალწარმოების დროს სტრასბურგში“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press