Foto

ახალი ზელანდია სიგარეტის მოხმარებას კრძალავს

ახალი ზელანდია თამბაქოს შეძენასთან დაკავშირებით მკაცრ რეგულაციებს აწესებ. ქვეყნის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მალე, 2008 წლის შემდეგ დაბადებულ პირებს, მთელი ცხოვრების განმავლობაში, თამბაქოს შეძენა აეკრძალებათ. აღნიშნულის შესახებ BBC News  იუწყება.

„გვინდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ახალგაზრდები მოწევას არასდროს დაიწყებენ“, - განაცხადა ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრმა - აიეშა ვეროლმა.

მისივე განცხადებით, ამავე სახელმწიფოში, გარდაცვალების ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიზეზად მოწევა სახელდება.

გამოცემის ცნობით, ახალ ზელანდიას 2025 წლისთვის მიზნად აქვს, მოსახლეობისთვის თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლის 5%-ით შემცირება.