ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან მართებულად გადადგა. აღნიშნულის შესახებ, ნიკა გვარამია თავის „ფეისბუქ“ გვერდზე სტატუსს წერს.
მისი განცხადებით, ყოფილი მინისტრი მიღებული გადაწყვეტილების გამო, არც მადლობას და არც შექებას იმსახურებს, თუმცა ფაქტის აღიარებას, რომ სწორად მოიქცა - ნამდვილად.
„სამ ცდაში გამოიცანით, რას უპირებს ივანიშვილი იმ მთავრობას, რომელსაც მისი პირადი და უპირველესი ფავორიტი ტოვებს.
მინისტრი ტიკარაძე გადადგა სწორად.
ამის გამო არც მადლობას იმსახურებს და არც შექებას. მაგრამ ფაქტის აღიარებას, რომ სწორად მოიქცა - იმსახურებს.
ხოდა, ეგ რომ არ შეგვიძლია და ახლა დავღლიცინობთ უაზროდ, იმიტომაც არ არსებობს ამ ქვეყანაში გადადგომის ტრადიცია და იმიტომაც გონია ყველას მაღალი თანამდებობიდან წასვლა თუ გათავისუფლება, ქვეყნის დასასრული, სირცხვილი, სასჯელი, დაქცევა და უბედურება.
იღლიცინეთ ახლა და ამით მისი გადადგომის მიზეზის - იდიოტი ღარიბაშვილის წისქვილზე ასხით წყალი.
где логика? где разум?
P.S. ოღონდ, ახალ წელს თუ ტიკარაძე იქნა ჯანდაცვის მინისტრი და ღარიბაშვილი რობოტი პეპერის გზას გაუყენა, არ გამიკვირდება“, - წერს ნიკა გვარამია.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press