პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძის განცხადებით, არანიარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მინისტრი გადადგება ან დაინიშნება. აღნიშნა „ფორმულას“ ეთერში, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის - ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის შესახებ საუბრის დროს.
მისივე განცხადებით, ტიკარაძის მიერ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ დარჩენის გადაწყვეტილებაც, „გასაგებია“.
„მე არაეთგზის მითქვამს, რომ ჩემთვის არაფერს ნიშნავს ვინ იქნება საქართველოში მინისტრი, მანამ ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არის ხელისუფლების სათავეში. როცა მინისტრები ინიშნებიან იმ კრიტერიუმით, რასაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილის სტომატოლოგი, თანაშემწე, მდივანი, დაცვის უფროსი, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რომელი მინისტრი გადადგება ან დაინიშნება. კრიტერიუმი ყველა შემთხვევაში, ხომ არის არა ადამიანის პროფესიონალიზმი, კომპეტენცია და გამოცდილება, არამედ არის ის, თუ რამდენად ერთგულია ივანიშვილის მიმართ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press