საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ფაქტები სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად შეაფასა . - ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ 2021 წლის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
ომბუდსმენის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე მისვლის შესაძლებლობა დაუსაბუთებელი და უკანონო არგუმენტით არ მიეცა.
„საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად შეაფასა ფაქტი, როცა მას პირველ სამ სასამართლო პროცესზე ჩვენი აზრით დაუსაბუთებელი და უკანონო არგუმენტით დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. გარდა ამისა, ჩვენ მიგვაჩნია რომ მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელება წარმოადგენდა პატიმრის ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღევას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფაქტი ანალოგიურად შეფასდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერაც". განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press