Foto

ომბუდსმენი - მთავრობის არაეფექტური ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი კვლავაც მაღალია

კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად რეგულაციების შემოღების თუ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებები პოლიტიკური თუ სხვა მიზანშეწონილობის გათვალისწინებით მიიღებოდა. -  ამის შესახებ სახალო სამცველმა 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, კოვიდის წინააღმდეგ გატარებული არაეფექტური ღონისძიებების შედეგად დღესაც ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია.

"კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად რეგულაციების შემოღების თუ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებები უმეტესწილად კონკრეტულ მეცნიერულ მტკიცებულებების და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფით მიიღებოდა (ამის საუკეთესო მაგალითია მუდმივი მწვანე პასპორტის შემოღება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება და ა.შ.).  რაც ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ რეგულაციები ეფუძნებოდა არა სამედიცინო არა მეცნიერული ან ეპიდემიოლოგიურ არამედ პოლიტიკური თუ სხვა მიზანშეწონილობის გათვალისწინებით.  ​

კოვიდის წინააღმდეგ გატარებული არაეფექტური ღონისძიებების შედეგად დღესაც ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია, რაც სამედიცინო სექტორის გადატვირთულობას იწვევს. სამწუხაროდ, არსებითად არ მცირდება გარდაცვლილ პაციენტთა დღიური რაოდენობა და ერთ მილიონ მოსახლეზე, კოვიდ 19-ით გარდაცვალების შემთხვევებით, 9 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველო მე-7 ადგილზე იმყოფება", - განაცხადა ლომჯარიამ.