პოლიტიკური პარტია "ლელო"-ს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დემოკრატიის სამიტში მონაწილეობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ დაყენებული ინიციატივა „მნიშვნელოვანია“.
განცხადების მიხედვით, აღნიშნული პარტიის ლიდერს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტის ეს დაპირება, „ცარიელ სიტყვებად“ არ დარჩება და იგი ხელს მისცემს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, დიალოგისა და თანხმობის საერთო პლატფორმის შექმნას.
“მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა - საზოგადოებაში ფართო დიალოგის დაწყებისა და ქვეყნის ამ მძიმე ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობიდან გამოყვანის მცდელობის შესახებ. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, ერთი სამშობლო გვაქვს, ვალდებული ვართ მისი წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. იმედია, ეს ცარიელი სიტყვები არაა და პრეზიდენტი ხელს მისცემს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, დიალოგისა და თანხმობის საერთო პლატფორმის შექმნას”, - აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press