პოლიტიკური პარტია „დროა“-ს დამფუძნებელი ელენე ხოშტარია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დაპირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, იგი მზად არის ჩაერთოს „დემოკრატიის სამიტის“ დროს, პრეზიდენტის მიერ წამოყენებულ ინიციატივაში.
განცხადების მიხედვით, აღნიშნული პარტიის ლიდერს იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილის ეს დაპირება, „ცარიელ სიტყვებად“ არ დარჩება და იგი ხელს მისცემს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, დიალოგისა და თანხმობის საერთო პლატფორმის შექმნას.
“მე მზად ვარ ჩავერთო პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივაში. გასაგებია, რომ ნდობა 0-ზეა, გასაგებია, რომ პოლიტიკური დევნით, სუს-ით, არჩევნების მიტაცებით, შანტაჟით ეს არაფერი გამოვა. მაგრამ, ყველანირი კომპლექსის გარეშე, მე მზად ვარ შანსი მიეცეს ამას და პროცესში გამოჩნდეს, ვინ რაზეა რეალურად წამსვლელი. პრეზიდენტის ხელშია შეწყალების ბერკეტი, მას შეუძლია, პოზიციის დაფისქსირება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მედიაზე ზეწოლაზე, საკრებულოებზე და ა.შ.”, - აღნიშნავს ელენე ხოშტარია თავის „ფეისბუქ“ გვერდზე.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press