Foto

ზელენსკი - რუსეთმა აშშ დაარწმუნა, რომ უკრაინის ტერიტორიებზე ესკალაციას არ გააგრძელებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა აშშ დაარწმუნა იმის შესახებ, რომ მოსკოვი უკრაინაში ტერიტორიების ესკალაციას არ აპირებს. - ამის შესახებ პრეზიდენტმა უკრაინულ ტელეკომპანია "1+1"-თან ინტერვიუში განაცხადა.

"შეტყობინება, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტისგან მივიღე არის, რომ რუსეთმა დაარწმუნა აშშ და მთელი მსოფლიო, რომ ის ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ესკალაციის გაგრძელებას არ აპირებს. მგონია, ეს შესაძლებელია თუმცა, არასაბოლოო, რაც მაინც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 9 დეკემბერს შედგა, სადაც უკრაინის საკითხი იყო განხილული.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, აღნიშნა შეხვედრაზე კომპრომისებზე საუარი არ ყოფილა.

"არანაირ კომპრომისებზე არ გვისაუბრია. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ აშშ-ს მეშვეობით, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების კიდევ ერთი პლატფორმა გამოგვიჩნდეს". - განაცხადა ზელენსკიმ.