Foto

რუსეთი NATO-ს სთხოვს გააუქმოს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება, საქართველო-უკრაინის გაწევრიანებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო NATO-ს სთხოვს, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

"ევროპული უსაფრთხოების საფუძვლიან ინტერესში უნდა იყოს, რომ დაუყონებლივ გაუქმდეს ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, რაც წინააღმდეგობაში მოდის ეუთოს წევრი ქვეყნების ვალდებულებასთან არ გააძლიერონ თავიანთი უსაფრთხოება, სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე" - ნათქვამია რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებაში.

NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მხარი დაუჭირეს დეკლარირებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები.