ლიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი რუსეთის მთავრობის მოთხოვნას გამოეხმაურა, ალიანსმა გააუქმოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ლინას ლინკევიჩუსი თქმით, "მაპის" არ მინიჭებით რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება, მიიტაცა ყირიმი და ახლა კიდევ უფრო მეტს ითხოვს.
"2008 წლის ბუქარესტის ნატოს საიტზე ჩვენ ჩავფლავდით, დაგვერწმუნებინა მოკავშირეები, მიენიჭებინათ MAP უკრაინისა და საქართველოსთვის. ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას მოახდენდა. პროვოცირება პირიქით მოხდა - "მაპის" არ მინიჭებით რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება, მიიტაცა ყირიმი და ახლა კიდევ უფრო მეტს ითხოვს. მეტი დათმობა არ იქნება". - წერს ლინას ლინკევიჩუსი ტვიტერზე.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ოფიციალური მოსკოვი ნატოს-გან მოითხოვს იურიდიულად გააუქმოს უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დაპირება, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაჟღერდა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press