Foto

ბაიდენი უკრაინასთან დაკავშირებით პუტინს აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, იგი პასუხს „საშინლად“ აგებს. ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს.

მიუხედავად იმისა, რომ სალაპარაკო მაგიდაზე ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნის საკითხი არ განიხილებოდა, ბაიდენმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, აშშ და ნატოს ქვეყნები საზღვრების დასაცავად, შესაბამის ზომებს მიმართავენ.

„აბსოლუტურად გასაგებად ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, თუ იგი უკრაინისკენ დაიძრება, შედეგები რუსეთის ეკონომიკაზე დამანგრეველი იქნება“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.