აშშ-ში, კენტუკის შტატში, ტორნადოს შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
„ეს იყო ყველაზე დამანგრეველი ტორნადოები ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში... განადგურების დონე არ ჰგავს იმას, რაც კი ოდესმე მინახავს“, -განაცხადა შტატის გუბერნატორმა ენდი ბეშერამ.
ტორნადომ კენტუკიში ყველაზე მეტად, ქალაქი მეინფილდი დააზარალა. სხვათა შორის, იქ ქარმა სანთლების ქარხნის სახურავი ჩამოაგდო, რომელშიც 110-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
გარდა ამისა, ქარის გამო დასავლეთის შტატში სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა.
CNN-ის ცნობით, ტენესის შტატში, ქარიშხალს სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა. გარდა ამისა ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა ჩრდილოეთ არკანზასში მოხუცთა თავშესაფარში, სადაც ტორნადომ შენობის სახურავი გაანადგურა. ქარიშხალი ასევე დაფიქსირდა ილინოისში, მისურისა და მისისიპში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press