ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი დეკანოზ ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმსახურების აკრძალვის საკითხს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, თუ სინოდალურ კომისიას სასამართლოს უფლებები და სტატუსი აქვს მინიჭებული, მაშინ მას შეეძლო საკითხის განხილვიდან გამომდინარე, აეკრძალა დეკანოზი ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმსახურების უფლება.
მისივე თქმით, სინოდმა მიანიჭა თუ არა აღნიშნულ კომისიას სასამართლოს ფუნქცია, უცნობია.
„წმინდა სინოდის სხდომაზე როგორც ჩანს, ეს საკითხი იყო დაყენებული და კომისიას დაევალა, ეს იმას ნიშნავს, რომ კომისიამ უნდა შეისწავლოს საკითხი და წარუდგინოს სინოდს. თუ კომისია გადაწყვეტილებას გამოიტანს აკრძალვის შესახებ, ეს ნიშნავს, რომ კომისიამ შეითავსა ალბათ, სასამართლოს ფუნქცია, ან შეიძლება სინოდმა თუ მიანიჭა, მე არ ვიცი. მე მგონი, არ ვიყავი იმ სინოდის სხდომაზე. თუ ამ კომისიას სასამართლოს უფლებები და სტატუსი აქვს მინიჭებული, მაშინ მას შეეძლო აეკრძალა საკითხის განხილვიდან გამომდინარე, მაგრამ მე არ ვიცი მისი ლეგიტიმაციისა და უფლებამოსილების საზღვრები. მე არ მომეწონა, რომ ადგილობრივი მღდელმთავარი ცოტა, არასასურველ, კონტექსტშია მოხსენიებული - ,,თავი აარიდა“, რას ნიშნავს, პატრიარქისთვის წერილი მიუწერია. როგორც ჩანს, იმ წერილში ახსნილი იქნებოდა მოტივები და გარემოებები, რატომ თხოვა, რომ მათ მოიწვიონ, რაღაც მიზეზთა გამო ვერ შეძლო უზრუნველყოფა და თავის არიდება რაღაშია. გამოდის, რომ ეპისკოპოსმა თავის საეპისკოპოსო ვალდებულებას აარიდა თავი? ამ განცხადებაში მე ესე წავიკითხე და ვფიქრობ, ეს არ არის მთლად კორექტული მღვდელმთავრის მიმართ“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press