გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა - ოთარი თოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ნამდვილად იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რომლებიც მას არ უნდა მიეღო.
მან აღნიშნა ისიც, რომ ამ მედიკამენტებმა ყოფილი პრეზიდენტის ფსიქოლოგიური და ნერვოლოგიური მდგომარეობა დაამძიმა.
„თავისი ავადმყოფობიდან გამომდინარე, ის ნამდვილად იღებდა ისეთ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რომელიც მას არ უნდა მიეღო. ვფიქრობთ, რომ ამ მედიკამენტმა მისი ზოგადი ფსიქოლოგიური და ასევე, ნევროლოგიური სტატუსი დაამძიმა. ძილის გაუარესებაა, გაუარესება კი არა, ძილის შეუძლებლობა. გახსოვთ, რომ საუბარი იყო ციხეში არსებულ სიტუაციაზე, მერე, „შუმოკებზე“, რომელიც პაციენტის ძილის დარღვევის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, რომელსაც ისედაც მძიმე ფსიქოლოგიური და დაძაბული მდგომარეობა აქვს, რომ არაფერი ვთქვათ, მეტაბოლური დაავადებაა“, - განაცხადა ოთარ თოიძემ.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press