გორის სამხედრო ჰოსპიტალში სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.
მან ადგილზე, ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი საჭირო კვლევების თაობაზე, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე დასკვნასა და რეკომენდაციებს წარადგენს.
„დღეს ჩვენთან ერთად, ნერვოლოგთან ერთად იმუშავებს ექიმი ფსიქიატრიც, რომ შევაფასოთ ის წუხილი, რაც გამოითქვა დოზირებასთან დაკავშირებით, ასევე, შესრულდა თუ არა ის რეკომენდაციები, რაც ჩვენ გავეცით ჩასატარებელ ფსიქოთერაპიასთან დაკავშირებით. მოხდება სამედიცინო შემოწმება. შემდეგ ალბათ, იქნება მათი დასკვნაც და რეკომენდაციები ჩატარებულ თუ ჩასატარებელ კვლევებთან დაკავშირებით. სამედიცინო შეფასებების და რეკომენდაციების გაცემის დროს ჩვენ დავეყრდნობით ამ ჯგუფის გადაწყვეტილებებს და დასკვნას“, - აღნიშნა ლომჯარიამ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press