Foto

ენტონი ბლინკენი - თუ საქართველო და უკრაინა მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, მათი ნატო-ში გაწევრინების საკითხი წინ წაიწევს

ალიანსმა 2008 წელს დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა,ენტონი ბლინკენმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განცახადა.

მისივე თქმით, თუ საქართველოსა და უკრაინას ექნებათ ნატო-ში გაწევრიანების სურვილი და დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, ეს საკითხი წინ წაიწევს.

„ალიანსმა 2008 წელს დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის. საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების სურვილი თუ ექნებათ და დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, ეს საკითხი წინ წაიწევს. ნატო-მ დაარსების დღიდან ნათლად აჩვენა, რომ მისი კარი ღია იქნება ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის წევრობისკენ და დააკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს", - განაცხადა ბლინკენმა.