ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ეხმაურება.
როგორც კოლმონა აღნიშნავს რუსეთს სურს უკარნახოს უკრაინასა და საქართველოს, თუ რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით.
„რუსეთს სურს უკარნახოს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან უკრაინა და საქართველო, რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. როგორც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცოტა ხნის წინ რიგაში განაცხადეს, ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ ერთგული ვართ,”- წერს ხავიერ კოლომინა „ტვიტერში“.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა ალიანსს, საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შესახებ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გააუქმოს.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press