Foto

ბერლინი რუსეთისგან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ამოქმედებას მხარს არ დაუჭერს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბებოკმა განაცხადა, რომ კანცლერის ახალი კაბინეტი რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის სერტიფიცირებას, ამ ეტაპზე, მხარს არ დაუჭერს.

მისივე თქმით, აღნიშნული იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ აგრესიას განახორციელებს.

„შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, ეს გაზსადენი ვეღარ ამოქმედდება“, - განაცხადა ბერბოკმა გერმანულ ტელევიზია ZDF-სთან საუბარში.

გერმანიის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გაზსადენის საკითხზე ევროპული ნორმებით ხელმძღვანელობა კოალიციური შეთანხმებით არის გათვალისწინებული.