Foto

ალუდა ღუდუშაურის თქმით, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას არავინ არ აპირებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას არავინ გეგმავს.

ღუდუშაურმა ასევე, მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმსა და ცენტრ „ემპათიის“ კონსილიუმის წევრებს მოუწოდა, რომ უფრო მეტად აღარ დაიზიანონ საკუთარი ავტორიტეტები.

„ჩემთვის წარმოუდგენელია, რად უნდა უღირდეს, წარმატებული ექიმი იქნება თუ ნებისმიერი პირი, რომელიც ამდაგავრ განცხადებას აკეთებს. ამ წლების განმავლობაში, ნუთუ არ იყო ერთი პატიმარი მაინც საქართველიოში, რომელიც საჭიროებდა მათი ამდაგვარი განცხადებების გაკეთებას?! სად იყვნენ ეს ბატონები?! ტყილად ნუ დახარჯავენ დროს, ენერგია. მე მათ მოვუწოდებ, ნუ დაკარგავენ, ამავდროულად ავტორიტეტს კიდევ უფრო მეტად. ნუ დაიზიანებენ თავიანთ თავს, რამეთუ, არავინ არ აპირებს სააკაშვილის გადაყვანას, რომელიმე საზღვარგარეთის კუნძულზე“, - აღნიშნა  ალუდა ღუდუშაურმა.