საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ სამმხრვი დიალოგის მხარდაჭერა „მისასალმებელია“.
ექსპრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დაპირების შესრულების პარალელურად, საზოგადოებამ საპროტესტო აქტიურობის ინტენსიურად წარმართვა უნდა მოახდინოს.
„მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მიერ დიალოგის მხარდაჭერას, მით უმეტეს, რომ სამმხრივი შეხვედრის იდეა მისგან მოდიოდა. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია შეხვდეს საზოგადოების ფართო წრეებს, მოისმინოს მათი აზრი. იმედია ყველაზე პატარა ჯგუფებსაც კი შეხვდება და როგორც თვითონ ისაუბრა "ინკლუზიურ პროცესებზე", ეს პრაქტიკულად განხორციელდება.
ამის პარალელურად საზოგადოებამ უნდა მოახდინოს ინტენსიფიკაცია საპროტესტო აქტიურობის, რაც წარმოადგენს ინსტრუმენტს ჩართულობისთვის და ყველას დაფიქრებისთვის“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press